უმკურნალეთ კუჭის წყლულს საკმაოდ ეფექტური ხალხური რეცეპტის დახმარებით. სცადეთ!

უმკურნალეთ კუჭის წყლულს საკმაოდ ეფექტური ხალხური რეცეპტის დახმარებით. სცადეთ!
წავიკითხე კუჭის წყლულის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი. მე მათგან სრულიად განსხვავებული რეცეპტი მაქვს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.
21 დღე ვსვამდი კოთხუჯის ნაყენს, შემდეგ გავიკეთე ენდოსკოპია განმეორებით და წყლული აღარ აღმომაჩნდა. ექიმები გაოცდნენ. ეს იყო 2004 წელს. მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა ვცდილობ, დიეტური საკვებით ვიკვებო. ახლა კი რეცეპტს შემოგთავაზებთ:

დაგვჭირდება:
  • 100 გრ კოთხუჯის ფესვები
  • 500 გრ არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
100 გრ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გრ არაყი ან 40-გრადუსიანი სპირტი. დადგით 2 კვირა, გაწურეთ ორმაგ დოლბადში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15 - 20 წვეთი 2 -3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე. აჯობებს, თუ უწყლოდ დალევთ.
ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.

ექიმის კომენტარი:
კოთხუჯი მრავალწლიანი მცენარეა. მისთვის დამახასიათებელია სქელი, ჰორიზონტალურად მდებარე ფესურა, რომელიც გარეგნულად რუხი ან მომწვანო, შიგნიდან კი თეთრი ფერისაა. ფესურას ქვევით ბევრი წვრილი ფესვი აქვს. ფესურის ზემოთ იზრდება სამწახნაგოვანი ღერო, რომელსაც აქვს ერთადერთი ფოთოლი და ცილინდრული, ტაროს ფორმის ყვავილედი. მცირე ზომის ყვავილები მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.
კოთხუჯი ( კოთხოჯი, ეგირი, ჯარკვატანა ) გვხვდება დასავლეთ საქართველოს ლელიან - ლაქაშიან და ჭაობიან ადგილებში.
კოთხუჯის ფესვები შეიცავს შემომგარსველ ნივთიერებებს, C ვიტამინს, გლუკოზიდებს, სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ამის გამო მრლავალმხრივი სამედიცინო ეფექტი გააჩნია. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის სეკრეციას, თუმცა ამავე დროს მოქმედებს, როგორც ანტაციდი ( კუჭის სიმჟავის გამანეიტრალებელი ). გარდა ამისა, კოთხუჯის ნაყენი ხსნის სპაზმებს, აფერხებს ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლებას, აცხრობს ანთებას, არის ნაღველმდენი და შარდმდენი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს მსუბუქი ტკივილიგამაყუჩებელი ეფექტი.
ხალხურ მედიცინაში კოთხუჯის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებათა ( გასტრიტების, წყლულების, ფაღარათის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის ), აგრეთვე, შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
გამოიყენება კოთხუჯის სპირტიანი და წყლიანი ნაყენი. სპირტიანი ნაყენის მომზადების წესს მკითხველი გვაწვდის. წყლიანი ნაყენის მოსამზადებლად კი 2 ს/კ კოთხუჯის ფესვებს ასხამენ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს, დგამენ წყლის ორთქლზე 15 წთ, შემდეგ გადაწურავენ და სვამენ 1/4 ჩაის ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი