დაირეგულირეთ მაღალი წნევა ამ 2 ხალხური რეცეპტის დახმარებით!
მეექვსე წელია მაწუხებს წნევა. დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავზე ვცდიდი სხვადასხვა ხალხურ რეცეპტს და დავრწმუნდი, რომ მათ შორის ყველაზე ეფექტიანი ის ორი რეცეპტია, რომელსაც ახლა გასწავლით:
ეს ნაყენები 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა სვათ, თანაც მონაცვლეობით : ერთ კვირას - ერთი, მეორე კვირას - მეორე.
ექიმის კომენტარი:
რეცეპტებში შემავალი მცენარეები მართლაც ხასიათდება წნევის დამწევი ეფექტით. შავბალახა მდიდარია ალკალოიდებით, ეთერზეთებით. კაროტინით, კალიუმისა და კალციუმის მარილებით. აქვს დამამშვიდებელი , კრუნჩხვისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და ზრდის ძალას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, არეგულირებს კუჭ - ნაწლავის ფუნქციას.
კუნელი მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, სამკურნალოდ ვარგისია მისი ყვავილი, ფოთოლი, ნაყოფი. აფართოებს და ჟანგბადით ამარაგებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და ძილს, არეგულირებს გულის რიტმს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. ამ თვისებების გამო იგი გამოიყენება სტენოკარდიის, ტვინის სისხლძარღვების შევიწროვების , გულის რიტმის დარღვევის, უძილობისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.
ფითრი მდიდარია მჟავებით, C და E ვიტამინებით. აქვს შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო , ანტიათეროსკლეროზული, წნევის დამწევი ეფექტი. მისი ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს.
კატაბალახას შესახებ მრავალჯერ გვისაუბრია და ამჯერად მასზე აღარ შევჩერდებით.
სიმინდის ულვაში მდიდარია C და B ჯგუფის ვიტამინებით, მიკროელემენტებით. აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი და სიმსუქნის საწინააღმდეგო მოქმედება.
- თერმოსში ჩაყარეთ თითო სუფრის კოვზი შავბალახა, კუნელის ყვავილი და ფითრი ( მსხლის ). დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. მეორე დღეს კი გაწურეთ, სვით ნახევარ- ნახევარი ჩაის ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ, 3 -ჯერ დღეში.
- აურიეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვები, შავბალახა და ორჯერ მეტი სიმინდის ულვაში. ამ ნარევის 3 ს/კ ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე, მერე გაწურეთ და სვით ნახევარ - ნახევარი ჩაის ჭიქა 4 -ჯერ დღეში თაფლთან ერთდ.