მრავალჯერ ნაცადი ხალხური საშუალებები პნევმონიის სამკურნალოდ!

მრავალჯერ ნაცადი ხალხური საშუალებები პნევმონიის სამკურნალოდ!
პნევმონია. მწვავე ( კრუპოზული ) პნევმონია, ანუ პლევროპნევმონია - ერთ- ერთი უმძიმესია ბრონქოფილტვების დაავადებათა შორის; ვითარდება ან როგორც გართულება " ჩვეულებრივი " , " უწყინარი" გაცივების, ან ხანგრძლივ ზედმეტად გაცივების შედეგად.
დაავადების პირველსავე ნიშნებზე მაშინათვე გამოიძახეთ ექიმი: უმრავლეს შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია! მაგრამ თუ ექიმმა საჭიროდ არ ჩათვალა სტაციონარში მოთავსება და შესაძლოა სახლში მკურნალობა, მკაცრად დაიცავით ყველა მისი მითითება.
მას შემდეგ, როცა მკურნალობა ექიმის მითითებებით დამთავრდება, პროფილაქტიკისათვის აუცილებელია აღმდგენითი თერაპიის ხანგრძლივი კურსის ჩატარება: ფილტვები ხომ დასუსტებულია და შესაძლოა პნევმონიის შემობრუნება!

ფილტვების გამაგრების და გართულებებისგან დაგვეხმარება ნაცადი ხალხური საშუალებები:

  • აიღეთ 0,5 კგ ღორის მუცლის ქონი და 0,4 კგ ნაღების კარაქი, გაადნეთ წყლის აბაზანაში, აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ ამ ნარევს 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი კოლოფი კაკაო, მიიყვანეთ ადუღებამდე. ათქვიფეთ გათეთრებამდე 10 კვერცხის გული შაქრით. გაატარეთ ხორცსაკეპში 0,5 კგ ნიგოზი. ყოველივე ეს აურიეთ და მოათავსეთ ქილაში. როცა გაცივდება მიიღეთ თითო ს/კ ერთი ჭიქა რძესთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ მთელი ავადმყოფობის განმავლობაში და შემდეგ კიდევ 2 კვირა.

  • მოადუღეთ 1 ჭიქა ახალი ( არასტერილიზებული ) რძე ერთ მუჭა გამხმარ თეთრი ლეღვის ნაყოფთან ერთად. სვით ცხელი ნახარში თითო ჭიქა ჭამის შემდეგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა.

  • ფილტვების გასამაგრებელ ამ სუნთქვით ვარჯიშს " შეშის ჩეხვა" ეწოდება. საწყისი მდგომარეობაა დგომა, ფეხები მხრების სიგანეზე , ხელები - თქვენს წინ. გადააჯვარედინეთ ხელის თითები და გადაიტანეთ თავს უკან. ოდნავ უკან გადაიხარეთ, შეისუნთქეთ , ასწიეთ ხელები მაღლა შემდეგ მკვეთრად დაუშვით ძირს ( დაიქნიეთ ) ამოსუნთქვასთან ერთად "ჰას" ამოძახილით. გაიმეორეთ ვარჯიში 10 - 15-ჯერ.

შენიშვნა: თუ ტემპერატურა აგიწევთ 38 გრადუსზე ზევით , დაიცავით გული - მიიღეთ ვალოკორდინი 25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.

მკერდში ტკივილებს შეგიმსუბუქებთ და დაგეხმარებათ ძლიერი ხველების დროს ძახველის კენკრის ნაყენი ცხელ თაფლზე. აიღეთ თითო ს/კ კენკრა ( ისინი წინასწარ უნდა მოსრისოთ ) და თაფლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ და გაწურეთ. სვით ჭიქის მესამედი თბილი ნაყენი რამდენჯერმე დღეში.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური