ანგინის სამკურნალო ეფექტური, შინაური საშუალებები
ანგინა, ანუ მწვავე ტონზილიტი, სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა: მოზრდილებში ავადობა 4-5%-ს შეადგენს, ბავშვებში - დაახლოებით 6%-ს. ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის B-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც. ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი და სხვა. ფარინგიტის მსგავსად, ყელის ტკივილზე ეჭვი დედამ უნდა მიიტანოს, თუ ბავშვი ტირის ყლაპვის დროს. როცა ამას სიცხეც ერთვის, აუცილებელია პედიატრის გამოძახება. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკების დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმს. ანგინის დროს საჭიროა მოსვენება, ბევრი სითხის მიღება, საინჰალაციო საშუალებების (გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენის ) გამოყენება.
ხალხური რეცეპტები ანგინის სამკურნალოდ ასეთია:
ხალხური რეცეპტები ანგინის სამკურნალოდ ასეთია:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლეღვის დაქუცმაცებული ჩირი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 10 წუთი ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ.
- აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) ძალიან ბაცი ხსნარი, დაამატეთ 4-5 წვეთი იოდი და ცოტაოდენი ( ჩაის კოვზზე ნაკლები) სოდა. გამოივლეთ თბილ-თბილი ყელში 2 საათში ერთხე, ვიდრე ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება არ გაივლის.
- აიღეთ 200-200 გრამი კაკაო, ღორის მუცლის ქონი, თაფლი და ნაღების კარაქი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში, შედგით ნელ ცეცხლზე, გაადნეთ და კარგად აურიეთ. ნარევი რომ გაცივდება, გადაიღეთ მინის ქილაში. 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და სვით 3-4-ჯერ.