აი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ პარადონტიტს ხალხური რეცეპტების დახმარებით.

აი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ პარადონტიტს ხალხური  რეცეპტების დახმარებით.
პარადონტიტი - კბილების გარშემო ქსოვილების ქრონიკული დაავადებაა. ის სამი სტადიისგან შედგება. პირველში ღრძილებზე უსიამოვნო შეგრძნება წარმოიქმნება, ჯაგრისზე კბილების გაწმენდის შემდეგ შეინიშნება სისხლის კვალი, ქვეითდება ლორწოვანი პირის ღრუს მგრძნობელობა. სამწუხაროდ, ამ სენის " პირველ ნიშნებს " ადამიანი ხშირად არ აქცევს ყურადღებას. სამაგიეროდ, მეორე სტადიაში ნებისმიერი გარბის სტომატოლოგთან! ღრძილები გამუდმებით სისხლიანდება, სივდება; კბილების გარშემო ჩნდება მოზრდილი ე.წ. კბილ-ღრძილის ჯიბეები ( ღრძილის ქსოვილი კბილს შორდება ), რომლებშიც გროვდება საჭმლის ნარჩენები. ეს თავის მხრივ იწვევს ჩირქგროვას , უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, კბილების მორყევას.
მესამე სტადიაზე ( საკუთრივ, სწორედ მას უწოდებენ პარადონტოზს ) იწყება ღრძილების ატროფია. დაავადებული უნდა შეეგუოს იმას, რომ მოუწევს საკუთარ კბილებთან თანდათანობით " გამომშვიდობება ".

პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვების ხასიათი; მყარი საკვები ხელს უწყობს ღრძილების ბუნებრივ მასაჟს, რაც აცილებს კბილების რბილ ნადებებს. საარგებლოა უმი ბოსტნეული ან ხილი ( სტაფილო, ვაშლი, შავი მოცხარი და სხვა ), რომლებიც ვიტამინების შემცველია.
კბილების წმენდის დროს კარგია 3 -5 წუთი ღრძილების მასაჟი მარცხენა და მარჯვენა ხელის თითების მოძრაობით ზევით და ქვევით; დასასრულს, პირის ღრუში უნდა გამოივლოთ წყალი ან გვირილის ნაყენი.

  • ხალხური საშუალებები პარადონტიტის სამკურნალოდ ასეთია:

  • მატიტელა წიწაკისებრი. პარადონტიტის დროს პირის ღრუში გამოსავლებად გამოიყენეთ ამ ბალახის ახალი წვენი, წყლით შეზავებული.

  • მუხა. პირის ღრუ გამოივლეთ მუხის ქერქის ნაყენით. აიღეთ 2 ს/კ დაქუცმაცებული ქერქი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ.

  • გულყვითელა ( კალანდულა ). ავიღოთ 2 ჩ/კ ყვავილედი 2 ჭიქა მდუღარე წყალზე, დავაყენოთ. პირის ღრუში გამოვივლოთ ცხელი ნაყენი პარადონტიტის დროს.

  • ლაშქარა სამკურნალო. აიღეთ 10 გრ ფესვები 1 ჭიქა წყალზე. ხარშეთ 10 წთ, გაწურეთ. გამოიყენეთ პარადონტიტის დროს, მისი ჩირქოვანი ფორმის ჩათვლით.

  • ჩაი მწვანე. პირში გამოივლეთ მწვანე ჩაი: აიღეთ 1 ჩ/კ ჩაი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე.

რჩევა
ადრე გაზაფხულზე მოამზადეთ ნაყენი ან ღეჭეთ და ყლაპეთ კვირტები, ნორჩი ყლორტები და ფოთლები შემდეგი მცენარეებისა: არყის ხის, ფიჭვის წიწვების, ცაცხვის, ჭინჭრის, მარიამსხალას, მჟაუნას; გაიკეთეთ სალათები ბაბუაწვერას ( ბურბუშელას ) ფოთლებისგან ( წინასწარ დალბობილი მარილიანი წყლით ) და სხვა მცენარეთაგან.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური