ღრძილების სამკურნალო 5 შინაურული რეცეპტი
პაროდონტოზი, ალვეოლური პიორეა, ანუ ამფოდონტოზი, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს კბილის ირგვლივი ქსოვილის, კბილბუდის გადაგვარებით ცვლილებებს და თანდათანობით განლევას (ატროფიას). ეს დაავადება ფართოდ გავრცელებულია.
დიდი ხნის განმავლობაში პაროდონტოზი შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს, არ აწუხებდეს ადამიანს და მხოლოდ ექიმმა გასინჯვისას აღმოაჩინოს უკვე შორსწასულ სტადიაში. ხშირად ავადმყოფი აღნიშნავს, რომ "სუსტი" ღრძილები აქვს, რის გამოც ღეჭვისა და კბილების წმენდისას ცოტაოდენი სისხლის გამოყოფას ამჩნევს. შეიძლება იყოს ყრუ ტკივილი ღრძილებში, უსიამოვნო გემოვნებითი შეგრძნება, ცუდი სუნი პირიდან.
პაროდონტოზი უარყოფი გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, რადგან კბილის გარშემო იბუდებს ინფექცია, რომელიც ქრონიკულ მოშხამვას იწვევს, ხოლო კბილების მორყევის და დაცვენის გამო ირღვევა ღეჭვის აქტი და საკვების ათვისებაც ცუდად ხდება.
რამდენიმე რეცეპტი ღრძილების სამკურნალოდ

- ცოტაოდენი პიტნისა და ჟოლოს დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 30 გრ ღვინის ძმარი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 3 დღე გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ. ამ სითხეს ივლებენ პირის ღრუში ღრძილების გასამაგრებლად და ანთებითი კერების ჩასაქრობად.
- სალბს ბევრი ინახავს ოჯახში. წამოადუღეთ 1 ს/კ ბალახი 1 ჩ/ჭ წყალში; ნახარში გადაწურეთ და თბილ - თბილი გამოივლეთ პირში. ეს პროცედურა ნახევარი საათის განმავლობაში 4 -5-ჯერ გაიმეორეთ.
- ერთ ლიტრ ღვინის ძმარში ჩაყარეთ 50 გრ თეთრი შაბი და 3 ს/კ მუხის ქერქი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე განახევრებამდე. გამოივლეთ პირში თბილი ნაყენი დღეში სამჯერ. შველის პიორეასაც.
- ბირკავას და ოროვანდის ფესვები და ნაყოფი ხარშეთ 1 სთ ( 2 ს/კ 1 ჩ/ჭ წყალზე) და ივლეთ პირის ღრუში.
- ანთებულ და შესიებულ ღრძილებზე უმი კარტოფილის თხელი ფირფიტა დაიდეთ.