ვაშლის პარფე იოგურტით
fpaparazzi მსუბუქი, მაგრამ ძალიან გემრიელი ფრანგული დესერტის რეცეპტს გთავაზობთ. მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს...
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავამატოთ გაფცქვნილი, დაჭრილი ვაშლი, დარიჩინი და შაქარი.
2. ვშუშოთ სანამ ვაშლი დაკარამელიზდება და შაქრის თხელი გლაზურით დაიფარება.
3. მაღალ ჭიქაში ჩავასხათ იოგურტი , მიუსლი და ბოლოს ვაშლი დავამატოთ.
4. გავიმეოროთ თავიდან ფენები იგივე თანამიმდევრობით, სანამ ჭიქა არ აივსება.
დესერტი მზადაა! გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ვაშლი 1
- კარაქი 1 ს.კ
- შაქარი 1 ს.კ
- დარიჩინი 1 ჩ.კ
- იოგურტი 125-150 გ
- მიუსლი