აი, რატომ უნდა გქონდეთ სახლში ლიმონი!
ლიმონი ძალზე სასარგებლო მცენარეა, რომელიც დადებითი ენერგიის მქონეა და თუ მას სასტუმრო ოთახში მოათავსებთ, ბინაში შეიქმნით სითბოს, სინათლისა და სიხალისის შეგრძნებას. ლიმონს მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს გთავაზობთ.
- გამომშრალი ლიმონის ფოთლები , ყვავილები ან ნაყოფის ქერქი შეიძლება გამოვიყენოთ არომატული დამამშვიდებელი აბაზანებისათვის: 5-6 ს/კ ამ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ და გადაასხით თბილ წყალში.
- შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ მოამზადეთ ნახარში: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს და ლიმონის კანს დაასხით 2 ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე დახურულ ჭურჭელში 30 წთ, დააყენეთ 10 წთ და გაწურეთ. სვით ნაყენი ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამამდე ნახევარი სთ-ით ადრე.
- რევმატიზმის დროს: გაატარეთ ხორცსაკეპში 4 ლიმონი ქერქთან და მის 10 ფოთოლთან ერთად, დაუმატეთ 3 კბილი დანაყილი ნიორი, დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ დღე-ღამის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 5 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- ლიმონი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქერტლის წინააღმდეგაც: უბრალოდ, დაიზილეთ თავის კანი ამ ციტრუსის ნაჭერით საღამოს და დილით დაიბანეთ.
- ფეხზე სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, წინასწარ დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით, კარგად გაიმშრალეთ , ხოლო შემდეგ ღამით თითებს შორის მოათავსეთ ბამბის თხელი დაჭრები - დასველებული ლიმონის წვენში. ორივე ეს რეცეპტი ნაცადია და შედეგის მომტანი.