სალათა თეთრი ლობიოთი და წითელი ხახვით

სალათა თეთრი ლობიოთი და წითელი ხახვით
fpaparazzi-ი გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • 450 გ თეთრი ლობიო
  • ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი
  • 2 ჩ.კ ლიმონის წვენი
  • 2ს.კ წითელი ღვინის ძმარი
  • 2ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ ხმელი სუნელები
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი გასაფორმებლად


მომზადების წესი:
1. საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ ხახვი და ლიმონის წვენი. დაუმატეთ მწვანილი, ძმარი და ზეთი. შემდეგ ჯამს დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15-30 წუთის განმავლობაში.
2. მოხარშულ ან კონსერვის ლობიოს გადაუწურეთ წყალი.შემდეგ კი ლობიოს დაუმატეთ მომზადებული მარინადი. კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით.