8 მარტივი საშუალება როზაცეას (ვარდისფერი აკნეს) სამკურნალოდ
როზაცეა კანის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს სიწითლეს და ფერისმჭამელების გაჩენას. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ როზაცეა შეიძლება იყოს როგორც მემკვიდრეობითი, ასევე სხვადასხვა გარე ფაქტორის ზემოქმედებით გამოწვეული (მზის სხივების ჭარბი მიღება, ზედმეტი ფიზიკური აქტივობა). თუკი სიმპტომების გაჩენისთანავე არ მოვუვლით კანს, დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდება.
მართალია, აღნიშნული დაავადება არ იკურნება, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით შესაძლებელია სიმპტომების შეკავება. ვნახოთ, რა შეიძლება ვიღონოთ სახლის პირობებში. ეს იმდენად ადვილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გაგიკვირდებათ კიდეც!
მართალია, აღნიშნული დაავადება არ იკურნება, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით შესაძლებელია სიმპტომების შეკავება. ვნახოთ, რა შეიძლება ვიღონოთ სახლის პირობებში. ეს იმდენად ადვილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გაგიკვირდებათ კიდეც!
- შვრია
შვრია, მისი დამამშვიდებელი თვისებების გამო, როზაცეას სიმპტომების განეიტრალებისთვის კარგი საშუალებაა. Natural Alternative Remedy-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შვრია ამცირებს სიწითლეს და ამშვიდებს კანს. იგი ასევე გამოიყენება, როგორც ექსფოლიატორი, ანუ მკვდარი უჯრედების მოსაშორებელი საშუალება.
როზაცეას სიმპტომების სამკურნალოდ ორ სუფრის კოვზ შვრიას შეურიეთ იმდენი წყალი, რომ სქელი მასა მიიღოთ. წაისვით უშუალოდ პრობლემურ ადგილებზე. - ალოე
ალოეს როზაცეას სამკურნალო სანდო საშუალებად მიიჩნევენ. მისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს კანს და განკურნებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია ალოეს გელის წასმა კანზე კვირაში ორჯერ. - სტრესის მართვა
როზაცეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი. თუკი თქვენ ხედავთ კავშირს სტრესის დონესა და თქვენს სახეზე სიწითლის მატებას შორის, უნდა ეცადოთ, განიტვირთოთ და მოდუნდეთ. სცადეთ იოგა, გამოიყენეთ სუნთქვის ტექნიკები ან უბრალოდ ივარჯიშეთ. სტრესი დიდ როლს თამაშობს თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაში და ხანდახან თქვენს კანზეც ახდენს გავლენას. დაძაბულობის და შფოთვის შემცირება თქვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება. - ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი თვისება აქვს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეიძლება მისი როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენება. ალოე ამცირებს შეშუპებას და ხელს უწყობს კანის ჯანსაღი ქსოვილის ზრდას. - თაფლი
თაფლი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გარდა დამამშვიდებელი თვისებებისა, თაფლი შეიცავს აღმდგენ ფერმენტებს, ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. ამის გამო ის იდეალურია როზაცეას სამკურნალოდ. თაფლი პირდაპირ უნდა დაიტანოთ უშუალოდ კანზე. - ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთი მისი ანთებისაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების გამო ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც როზაცეა ან კანის სხვა პრობლემა აწუხებს. მისი დატანა შეგიძლიათ უშუალოდ დაზიანებულ ადგილზე. - ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს. მას აქვს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ამცირებს სიწითლეს კანზე და ამშვიდებს მას. შეგიძლიათ პერორალურად მიიღოთ ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი კვების წინ, ან წაისვათ კანზე. - კიტრი
კიტრის გამაგრილებელი ეფექტი კანზე დისკომფორტის შეგრძნებას ხსნის. კიტრის ნიღბის საშუალებით სახის კანზე სიწითლის და გამონაყარის შემცირება შეიძლება.