მარტივი პროცედურები მეჭეჭებისა და კორძის (მაზოლის) მოსაშორებლად, სცადეთ აუცილებლად!

მარტივი პროცედურები მეჭეჭებისა და კორძის (მაზოლის)  მოსაშორებლად, სცადეთ აუცილებლად!
FPAPARAZZI -ის რედაქცია გთავაზობთ ძალიან მარტივ და ეფექტურ საშუალებებს მაზოლის და მეჭეჭების თავიდან დასაღწევად.
ეს რეცეპტები უკვე მრავალჯერ ნაცადია თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე.

მეჭეჭის მკურნალობა:
  1. მეჭეჭებიანი ადგილები მაგრად მოწიმინდეთ ვაშლის უმ წვენში დასველებულ და შემდეგ ცარცის ფხვნილში ამოვლებული ბამბით. ეს გაიმეორეთ რამდენიმეჯერ, შემდეგ დაიდევით იმ ადგილზე კომპრესი.

  2. ამოჭერით ზუსტად იმაცე ზომის აბედი, რა ზომისაც მეჭეჭია და დააწებეთ მეჭეჭზე. მოუკიდეთ ამ აბედს ცეცხლი და აცალეთ სანამ არ დაიწვება და არ ჩამოვარდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა მაშა ( პინცეტი ), რომ აბედი არ დასცილდეს მეჭეჭს და არ დაიწვას საღი ადგილი. ამის შემდეგ მეჭეჭის ადგილას დაადევით კომპრესი, რომელიც უნდა გამოცვალოთ დღეში სამჯერ. ორი დღის შემდეგ მეჭეჭი ძირფესვიანად ამოვარდება. მტკივნეულ ადგილას წაუსვით სტრეპტოციდის მალამო ან ბორის ვაზელინი.

მაზოლის მკურნალობა:
  1. ფეხებზე მოურგებელი ფეხსაცმლის ტარება იწვევს თითებზე კორძის ( მაზოლის ) გაჩენას, ფრჩხილების ხორცში შეზრდას და სხვა. მაზოლის მოსაშორებლად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ღამ-ღამობით იმ ადგილზე ძმარში დასველებული პურის გულის დადება. სამი-ოთხი დღის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში კორძი ამოვარდება ფეხის თბილი წყლით დაბანით.

  2. მოძველებული მაზოლის მოსაშორებლად შემდეგი კარგი საშუალებები შეგიძლიათ იხმაროთ: ერთი კვირის განმავლობაში მაზოლიან ადგილზე ყოველდღიურად დაიდევით ცხელ-ცხელი ნაჭრები ან ლიმონის კანის პატარა რგოლი ან კიდევ დახეხილი კარტოფილის მასა. ყველაფერი ეს ფრთხილად უნდა დაიდოთ, რომ ჯანსაღი კანიც არ დააზიანოთ. მეშვიდე დღეს დაიბანეთ ცხელი წყლით და მაზოლი ამოვარდება.