კარტოფილის პიურის მომზადების ტოპ-5 რეცეპტი
პიურე ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელი კერძია. იგი კიდევ უფრო შეგიყვარდებათ, როდესაც მისი მომზადების ახლებურ რეცეპტებს შეიტყობთ. Facepaparazzi-მა პიურეს მომზადების ორიგინალური რეცეპტები შეგირჩიათ.
1. კარტოფილი 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადაუწურეთ წყალი, დაასხით რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კარგად ჩაზილეთ, დაუმატეთ მარილი და გემრიელად მიირთვით.
2. კარტოფილი მოხარშეთ და ჩაზილეთ. არაჟანი აურიეთ გახეხილ ყველთან და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. პიურე ცოტა ხნით შედგით ღუმელში, რათა არაჟანი და ყველი კარგად დაიბრაწოს.
3. კარტოფილი კარგად დაჭყლიტეთ, დაასხით ქათმის ბულიონი, კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით
4. მზა პიურეს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, არაჟანში არეული კამა და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და მიირთვით.
5. ქარხნული წარმოების ყველი გახეხეთ სახეხზე. მზა პიურეში დაუმატეთ რძე და ყველი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.