ასე მომზადებული კარტოფილი ჯერ არ გაგისინჯავთ

ასე მომზადებული კარტოფილი ჯერ არ გაგისინჯავთ
თუკი კარტოფილი გიყვართ, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ იგი Facepaparazzi-ს რედაქციამ.
საჭირო მასალა:
  • კარტოფილი- 1 კგ
  • წვრილად დაჭრილი ხახვი- 1კგ
  • გახეხილი ყველი- 300გ
  • არაჟანი-1,5 ჭიქა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
1. დიდ ქვაბში ჩაყარეთ თხლად დაჭრილი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი ყველი (მხოლოდ 1/4), მარილი, წიწაკა, არაჟანი და კარგად აურიეთ.
2. ღუმელის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ არაჟანში არეული კარტოფილი
3. თავზე მოაყარეთ დარჩენილი ყველი და აცხვეთ 180 გრადუსხე გახურებულ ღუმელში 25- 30 წუთით.