როგორ ვუმკურნალოთ ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისიტონია არის სინდრომი, რომლის აღმოცენებაც არაერთ ფაქტორს უკავშირდება. მას ახასიათებს ვეგეტატიური ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს, უმთავრესად კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები.
- ამ დაავადებას ძალიან შველის ორთქლის აბანო კვირაში ერთხელ - ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვებს, აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ამაღლებს გუნება - განწყობილებას, თითქოსდა მთელი ორგანიზმი გიახალგაზრდავდებათ. ასევე სასარგებლოა კონტრასტული შხაპი, ცივი წყლით ტანის დაზელა; ასევე შეგიძლიათ აბაზანაში ცივ წყალში ადგილზე სიარული 3-5 წთ, შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ და თბილი წინდები ჩაიცვით. და კიდევ: უნდა მიირთვათ ბანანი, მზესუმზირა, ნიგოზი, ხმელი ხილი ( ჩირი ) , ნიორი, თევზი.
- შეგიძლიათ მოამზადოთ აგრეთვე ასეთი ნარევი:
500 გრ თაფლი, 20 გრ წვრილად დაქუცმაცებული ნუში, 3 ლიმონი ( გატარებული ხორცსაკეპში კანთან ერთად კურკების გარეშე ); ყოველივე ეს კარგად აურიეთ ერთმანეთში , დაუმატეთ 2-3 ჩ/კ კატაბალახას ნაყენი და ამავე რაოდენობის კუნელის ნაყენი. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ თითო ს/კ ჭამის წინ .
გთავაზობთ კიდევ ერთ რეცეპტს:
- უნდა აიღოთ მომცრო ჭარხალი, გაჭრათ შუაზე და მიიდოთ ისინი საფეთქლებზე, გააჩეროთ 5-7 წთ. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ შემდეგ სახეზე რჩება სისხლისფერი- მოწითალო ლაქები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაასველოთ ჭარხლის წვენში ბამბის ტამპონები და ჩაიდოთ ყურებში, ეფექტი იგივე იქნება.