დაივიწყეთ ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ქრონიკული დაღლილობა

დაივიწყეთ ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ქრონიკული დაღლილობა
ამ საშუალების გამოყენებიდან უკვე 3 კვირაში იგრძნობთ, თუ როგორ ახალგაზრდადება და ჯანსაღდება თქვენი ორგანიზმი. სასმელი, რომლის მომზადებასაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით, თავიდან აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და კალციფიკაციის პროცესს ორგანიზმში, რომელიც თირკმელებში კენჭების ფორმირებითაა განპირობებული.

ეს უძველესი, მრავალჯერ გამოცდილი საშუალება ძალზედ ეფექტურია ათეროსკლეროზისა და ქოლესტერინის მაღალი დონის წინააღმდეგ საბრძოლველად. ის გვიძლიერებს იმუნურ სისტემას და გვიწმენდს თირკმელებს.

თქვენ დაგჭირდებათ 4 ინგრედიენტი:
  • 4 ლიმონი თავის კანთან ერთად;
  • ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) ან 2 ს.კ ჯანჯაფილის მზა ფხვნილი;
  • 4 თავი ნიორი;
  • 2 ლ წყალი;

მომზადების ინსტრუქცია:

  1. გარეცხეთ ლიმონი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. გაასუფთავეთ ნიორი.
  3. მოათავსეთ ჯანჯაფილი, ლიმონი და ნიორი ბლენდერში. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში.
  5. დაასხით 2 ლიტრი წყალი, დადგით ცეცხლზე და მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე.
  6. მას შემდეგ, რაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და მიეცით გაგრილების საშუალება.
  7. გაფილტრეთ ნარევი ბადის დახმარებით და სითხე შეინახეთ მინის ქილაში.

გამოყენება:

მიღებული საშუალება მიირთვით 1 ჭიქის ოდენობით საუზმობამდე 2 საათით ადრე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის 3 კვირიანი კურსის შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 კვირიანი შესვენების აღება. შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს კურსი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.



გისურვებთ ჯანმრთელობას!