მარტივად დააღწიეთ თავი ნებისმიერი სახის ოფლიანობას მწვანე აფთიაქის ფიტორეცეპტებით
ჭარბი ოფლიანობა სიმპტომია, რომელმაც შეიძლება სრულიად სხვადასხვა დაავადების დროს იჩინოს თავი. ამდენად, უნდა ვუმკურნალოთ მიზეზს და არა დაავადების ნიშანს. ჩვენ მიერ დასახლებული ნებისმიერი პათოლოგიის წარმატებული მკურნალობისას ჭარბი ოფლიანობა თავისთავად გაივლის. ასე რომ, პაციენტებს შეგვიძლია ვურჩიოთ - თუ ჰიგიენის წესებს იცავენ, არც მეტისმეტად თბილად აცვიათ და გარემოს ტემპერატურაც ნორმალურია, მაგრამ ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ ექიმს. არ დაივიწყოთ, რომ ჰიპერჰიდროზი შეიძლება მძიმე დაავადების ადრეული სიმპტომი იყოს.
დაბოლოს, არ არის გამორიცხული კვლევამ ოფლიანობის რაიმე თვასაჩინო მიზეზი არ გამოავლინოს და აღმოჩნდეს, რომ სიმპტომი, უბრალოდ, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგია, თუმცა ხაზს ვუსვამთ ერთ გარემოებას - მსგავსი დასკვნის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს, ისიც - პაციენტის გასინჯვისა და აუცილებელი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
ოფლიანობის დროს რეკომენდებული აბაზანები და ფიტორეცეპტები
ფეხის ოფლიანობისას
სახის ოფლიანობისას
ზოგადად ოფლიანობისას
დაბოლოს, არ არის გამორიცხული კვლევამ ოფლიანობის რაიმე თვასაჩინო მიზეზი არ გამოავლინოს და აღმოჩნდეს, რომ სიმპტომი, უბრალოდ, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგია, თუმცა ხაზს ვუსვამთ ერთ გარემოებას - მსგავსი დასკვნის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს, ისიც - პაციენტის გასინჯვისა და აუცილებელი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
ოფლიანობის დროს რეკომენდებული აბაზანები და ფიტორეცეპტები
ფეხის ოფლიანობისას
- აიღეთ 70 - 100 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი. 20 -30 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ. გააზავეთ ცოტა წყალში და დღეში ორჯერ მიიღეთ ფეხების 10 - 15 წუთიანი აბაზანა. აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ.
- შვრიის ნამჯას დაასხით წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ (პროპორციები მკაცრად არ არის განსაზღვრული, რაც უფრო კონცენტრირებული გამოგივათ ნახარში, მით უკეთესი ), გადმოდგით, გააცივეთ და 10 - 15 წუთით ჩაყავით ფეხები.
- კვირაში ორჯერ 15 - 20 წუთით ფეხები ძმრიან აბაზანაში მოათავსეთ (1/2 ჩაის ჭიქა ძმარი გახსენით ერთ ლიტრ წყალში).
- 1 ჩ/ჭ თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი. ფეხები კარგად დაიბანეთ, გადაივლეთ ჯერ გამდინარე წყალი, ბოლოს კი გრილი მარილიანი ხსნარი.
- ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩ/კ სოდა, ძილის წინ ფეხები კარგად დაიბანეთ, გადაივლეთ ხსნარი, მერე კი თითებს შორის ხსნარში დასველებული ბამბა ჩაიდეთ და დილამდე დაიტოვეთ (თუ ქავილმა შეგაწუხათ, მოითმინეთ ). დილით ფეხებზე ისევ სოდიანი ხსნარი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და წინდები ამოიცვით.
- ძილის წინ ფეხები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით და საპნი (სასურველია, ბავშვის საპნით), გადაივლეთ ცივი წყალი, გაიმშრალეთ, თითებზე სათითაოდ გადაინაწილეთ შვრიის, ხორბლის ან ქერის ნამჯა, ამოიცვით სუფთა წინდები და დაიძინეთ. დილით ჩალა მოიშორეთ და ფეხებზე ისევ გრილი წყალი გადაივლეთ. ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ჩაიტარეთ.
სახის ოფლიანობისას
- ძილის წინ სახე პომიდვრით ან გადამწიფებული კიტრით დაიზილეთ, დილით კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
- შეგიძლიათ ასევე ძილის წინ პირი ჩაის ცივი ხსნარით დაიბანოთ. არ გაიმშრალოთ, რათა კანმა კარგად შეიწოვოს, დილით კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზოგადად ოფლიანობისას
- იმ უბანში, რომელიც ზომაზე მეტად გიოფლიანდებათ (ფეხის თითებს შორის, იღლიებში), ჩაილაგეთ არყის ფოთლები და 20 - 30 წთ - ით დაიტოვეთ, პროცედურა დღეში ორჯერ ჩაიტარეთ.
- ძლიერი ოფლიანობისას კარგია სალბის ნაყენი. აიღეთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული სალბის ფოთოლი, დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 30 -40წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2 - 3- ჯერ 3 სადილის კოვზი. სვით 2 - 3 კვირა.
- 2 სადილის კოვზ გვირილის ან ცაცხვის ყვავილს დაასხით 1,5 - 2 ლ წყალი, ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ, წყლით სავსე აბაზანაში, ჩაუშვით და 20 - 30 წუთით ჩაწექით.
- ძლიერი ოფლიანობისას კარგია კატაბალახას ან ბარამბოს ნაყენის 2 - 3კვირიანი დამამშვიდებელი კურსი. პარალელურად დღეში ორჯერ მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
- თუ ჰიპერჰიდროზი გაწუხებთ, ურიგო არ იქნება, თუ სათანადო ტუალეტის შემდეგ ტალკს თანაბარ ფენად მიიფრქვევთ პრობლემურ ადგილებზე. ის ოფლს კარგად იწოვს და ანეიტრალებს და, სხვა პარფიუმერული საშუალებებისგან განსხვავებით, არც ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
- დასასრულ, გირჩევთ ხშირად მიიღოთ კონტრასტული აბაზანები. ამით ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას გაიჯანსაღებთ და ოფლიანობასაც დაამარცხებთ.