პოტენციის დაქვეითებას განიცდით? მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს სამკურნალო რჩევები!
რამდენიმე თვის წინ გაზეთში მკითხველი ითხოვდა მცენარეულ საშუალებას დაქვეითებული პოტენციის სამკურნალოდ. მე მაქვს ფიტოთერაპიის უნიკალური ჩანაწერები და ამას წინათ თვალში მომხვდა ასეთი რეცეპტები:
გთხოვთ , აღნიშნული რეცეპტები გამოაქვეყნოთ ექიმის კომენტარით. ამით ბევრი მამაკაცის ინტერესს დააკმაყოფილებთ.
ექიმის კომენტარი:
ნიგვზისა და თაფლის ნარევი ოდითგანვე ცნობილია, როგორც ორგანიზმის ზოგადმასტიმულირებელი საშუალება - იგი ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური წყაროა ადამიანისთვის.
გველის სურო ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში გვხვდება. იგი გამოიყენებოდა მელანქოლიის, ზოგადი სისუსტის, თავის ტკივილის, მონელების დარღვევის დროს.
ქინძი და ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით ( C, B1, B2, PP, კაროტინი ), მინერალური მარილებით, ეთერზეთებით, ფლავონოიდებით , ცხიმოვანი ზეთებით, გლიკოზიდებით. ასეთი ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა აღნიშნულ მცენარეებს ეფექტურს ხდის ასთენიური მდგომარეობების დროს.
- დაქუცმაცებულ ნიგოზს შეურიეთ იმდენივე თაფლი, მიიღეთ 2 ჩ/კ დღეში 2-3-ჯერ , რძესთან ერთად, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
- აიღეთ 20 გრ გველის სუროს ყვავილები და ადუღეთ 250 მლ სპირტში, ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 8 წვეთი დღეში 2-ჯერ ( დილა-საღამოს ), 4 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 2 დღე და გაიმეორეთ.
- აურიეთ თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული ქინძი და ოხრახუში და ყოველდღიურად მიიღეთ საჭმელთან ერთად 1 ს/კ.