ჟოლოს მუსი - სეზონური უგემრიელესი დესერტი

ჟოლოს მუსი - სეზონური უგემრიელესი დესერტი
FPAPARAZZI-ის რედაქცია გირჩევთ, აუცილებლად გაუმასპინძლდეთ მეგობრებს ამ დესერტით.
საჭირო მასალა:
  • 4 კვერცხის ცილა
  • 2 ს/კ შაქრის პუდრა
  • 2 შეკვრა ჟელატინი
  • 210გ ჟოლოს პიურე

მომზადება:
ჩაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში. ჟოლოს პიურე დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ჟელატინში.
ათქვიფეთ კვერცხის ცილები, დაუმატეთ შაქრის პუდრა და შეურიეთ ჟელატინიან მასას.
ჩაასხით მიღებული მასა სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
სუფრაზე მიტანის წინ გააფორმეთ ჟოლოთი ან გახეხილი შოკოლადით.