უმარტივესი რეცეპტები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ!
შაქრიანი დიაბეტის საწყის ფორმას - ბულგარეთში თეთრი ლობიოს ნახარშით კურნავენ;
ხალხური რეცეპტი ასეთია: იღებენ 4 ს/კ დაქუცმაცებული ლობიოს საგდულებს, ასხამენ 2 ჭიქა წყალს, ადუღებენ დახურულ ჭურჭელში წყლის აბაზანაში 40 - 60 წთ. შემდეგ წურავენ და სვამენ ორ - ორი ს/კ 3 -ჯერ დღეში ჭამამდე. შესაძლოა მკურნალობა ორი თვე მოგიწიოთ, მაგრამ ანალიზის შემდეგ შაქარი ნორმაში გექნებათ.
შაქრიანი დიაბეტის დროს შაქრის დაწევას შემდეგი საშუალებებით მოახერხებთ:
ხალხური რეცეპტი ასეთია: იღებენ 4 ს/კ დაქუცმაცებული ლობიოს საგდულებს, ასხამენ 2 ჭიქა წყალს, ადუღებენ დახურულ ჭურჭელში წყლის აბაზანაში 40 - 60 წთ. შემდეგ წურავენ და სვამენ ორ - ორი ს/კ 3 -ჯერ დღეში ჭამამდე. შესაძლოა მკურნალობა ორი თვე მოგიწიოთ, მაგრამ ანალიზის შემდეგ შაქარი ნორმაში გექნებათ.
შაქრიანი დიაბეტის დროს შაქრის დაწევას შემდეგი საშუალებებით მოახერხებთ:
- სააფთიაქო მუმიოს პაწაწინა ნაჭერი ზომით ბრინჯის მარცვლის ოდენა გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, სვით დილით უზმოზე და საღამოს ვახშმის წინ 10 დღე. შეისვენეთ 1 კვირა, შემდეგ კურსი კვლავ გაიმეორეთ.
- მოამზადეთ ნარევი ( შეფარდებით 1:10 ) გახეხილი პირშუშხასი და მაწონის ( მაგალითისთვის, 1ს/კ პირშუშხა და 10 ს/კ მაწონი ). მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.
- შაქრიანი დიაბეტის დროს ღანძილი, გვიმრა, მარწყვი, მოცვი, წითელი მოცვი, შტოში, კედარის წიპწიპო განსაკუთრებით ფასდაუდებელი და შეუცვლელია თავიანთი სამკურნალო თვისებებით.
ნახევრად გაშლილ ღანძილს თავდაპირველად სალათად იყენებენ. ზამთრისათვის თუ მოიმარაგებთ, ფოთლების გარეშე ღეროები წვრილად დაჭერით, დაამარილეთ და ქილაში ჩააწყვეთ ( როგორც კომბოსტოს წნილს ამზადებთ ისე ) ან გაატარეთ ხორცსაკეპში. პიურეს დააყარეთ მარილი, მოათავსეთ ქილებში და დატკეპნეთ. მიიღებთ ძალზე გემრიელ ვიტამინიზირებულ ნედლეულს, რომელიც ამსუბუქებს ცხიმების მონელებას.
მოცვის შესახებ კი ღირს ცალკე საუბარი. ის აუმჯობესებს მხედველობას, ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს შაქრის შემადგენლობას სისხლში და წარმოადგენს მრავალი დაავადების წამალს ( პანაცეას ). მას ახმობენ. მისი ბალახეულის ჩაი უვნებელია და შეგიძლიათ სვათ განუზომელი რაოდენობით. - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ - საუკეთესო წამალია კაკლის ფოთლები, უღლები და ნაჭუჭები.
მაისის გამომშრალი ფოთლები წვრილად დაჭერით , 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ 1 წთ. შემდეგ დააყენეთ, სანამ წყალი არ გაცივდება. გაწურეთ და სვით ნაყენი თანაბარზომიერად დღის განმავლობაში. ეს მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ მთელი წელი. - კიდევ ერთი რეცეპტი: 5 ლიტრიან მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 3,5 ლ წყალი. როგორც კი წყალი წამოდუღდება, ჩაყარეთ 1 ჭიქა კაკლის დაქუცმაცებული ნაჭუჭები - წყალი გახდება ყავისფერი. 30 წთ-ის შემდეგ მოათავსეთ მასში ერთი მუჭა თეთრი თუთის მშრალი ფოთლები, ადუღეთ 5 - 10 წთ. დაუმატეთ ერთი პეშვი გამხმარი ლობიოს საგდულები. ადუღეთ 5 წთ. გადმოდგით, გაწურეთ და გააცივეთ. შესვით 200 გრ ღამით. დანარჩენი შეინახეთ მაცივარში.