ქათმის ფილე ნიგვზიან საფანელში

ქათმის ფილე ნიგვზიან საფანელში
fpaparazzi ქათმის მომზადების განსხვავებულ და ძალიან გემრიელ ვარიანტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ნიგოზი 120 გ
  • საფანელი 100 გ
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მარილი
  • ქათმის ფილე 600 გ
  • კვერცხი 1
  • დიჟონის მდოგვი 1 ჩ.კ

მომზადების წესი:
  1. ნიგოზი ღუმელში გამოაშრეთ 10 წუთის განმავლობაში, 180-200 გრადუსზე. გამოიღეთ და ტემპერატურას აუწიეთ 230 გრადუსამდე. ღუმელის ფორმას წაუსვით ცხიმი.
  2. შეურიეთ ერთმანეთს საფანელი, წიწაკა და მარილი. დაამატეთ დაფქული ნიგოზი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მდოგვი.
  3. შეურიეთ ერთმანეთს საფანელი, წიწაკა და მარილი. დაამატეთ დაფქული ნიგოზი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მდოგვი.
  4. ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ, ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და გადაიტანეთ ფორმაში. შეწვით ღუმელში დაახლოებით 20 წუთი ან რამდენიც საჭიროა სრულ მომზადებამდე.

გემრიელად მიირთვით!