ცეზარი „რომანო“

ცეზარი „რომანო“
fpaparazzi ნაცნობი და ბევრისთვი საყვარელი კერძის ოდნავ განსხვავებულ, ძალიან გემრიელ ვარიანტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • სალათის ფურცლები რომანო 200 გ
  • პარმეზანი 70 გ
  • ქათმის ფილე 100 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • პურის ორცხობილები გემოვნებით
  • დიჟონის მდოგვი 1 ჩ/კ
  • ნიორი 1 კბილი
  • ლიმონი ½ ცალი
  • ვუსტერშირის სოუსი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი 150 მლ
  • ანჩოუსები 4 ცალი


მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე შეწვით ორივე მხრიდან.
2. მოამზადეთ „ცეზარის“ სოუსი: ათქვიფეთ ბლენდერში 1 კვერცხი, 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი, ნიორი, ცოტაოდენი ვუსტერშირის სოუსი, ნახევარი ლიმონის წვენი და 4 ანჩოუსი. თქვიფეთ და ისე დაუმატეთ წვრილი ნაკადით 150 მლ ზეითუნის ზეთი და 40 გ გახეხილი პარმეზანი.
3. დაალაგეთ თეფშზე სალათის ფურცლები.
4. ზემოდან მოათავსეთ დაჭრილი ქათმის ფილე.
5. მოასხით „ცეზარის“ სოუსი.
6. ზემოდან დაალაგეთ თხლად დაჭრილი პარმეზანის რამდენიმე ნაჭერი.
7. მოაყარეთ პურის ორცხობილები.

გემრიელად მიირთვით