თაფლისა და დარიჩინის არომატული და სასარგებლო კარაქი

თაფლისა და დარიჩინის არომატული და სასარგებლო კარაქი
fpaparazzi-ი გთავაზობთ უგემრიელესი კარაქის მომზადებას, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს.

საჭირო მასალა:
  • კარაქი-120გ
  • შაქარის პუდრა- 120გ
  • თაფლი-120გ
  • დარიჩინი-1 ჩ.კ
  • ვანილის ექსტრაქტი- ½ ჩ.კ
  • მარილი-1მწიკვი


მომზადების წესი:
1. კარაქი მიქსერი გათქვიფეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში
2. დაუმატეთ შაქრის პუდრა, თაფლი, დარიჩინი, ვანილი და მარილი
3. თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
4. კარაქი შედგით მაცივარში
5. მანამ სანამ მიირთმევთ, რამდენიმე წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან

გემრიელად მიირთვით