მოჭიქული ყველეული ბავშვებისთვის

მოჭიქული ყველეული ბავშვებისთვის
fpaparazzi. მოჭიქული ყველეულის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.

საჭირო მასალა:
  • ხაჭო- 400 გ
  • კარაქი- 25 გ
  • ნაღები 30%-იანი- 25 მლ
  • შაქრის პუდრა- 100- 150 გ
  • შოკოლადი- 100 გ


მომზადების წესი:

1. ხაჭო, ნაღები, შაქრის პუდრა და დარბილებული კარაქი ერთმანეთში აურიეთ.
2. მიღებული მასა შედგით მაცივარში 10-15 წუთით
3. მოამზადეთ მინანქარი: გაადნეთ შოკოლადი ცოტა ნაღებთან ერთად.
4. მოჭიქული ყველეული გამოიღეთ მაცივრიდან , მიეცით სასურველი ფორმები და ამოავლეთ შოკოლადში.
5. გაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და მოათავსეთ ცივ ადგილას რამდენიმე საათით.


გემრიელად მიირთვით!