შინ მომზადებული მოჭიქული ყველეული

შინ  მომზადებული მოჭიქული ყველეული
FPAPARAZZI-ი გირჩევთ ხშირად მოუმზადოთ მოჭიქული ყველეული ამ რეცეპტით ბავშვებს.
საჭირო მასალა:
  • ხაჭო- 200გ
  • შაქრის პუდრა 2ს.კ
  • კარაქი 30გ
  • შოკოლადი 80გ
  • ვანილის შაქარი 1შეკვრა
  • კარამელი, ჯემი ან ქოქოსის ფანტელი

მომზადება:
შოკოლადი დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. სილიკონის ფორმებს გარშემო წაუსვით გამდნარი შოკოლადი თხელ ფენად. შედგით ფორმები მაცივარში 5-10 წუთით.
სანამ შოკოლადი გაიყინება, ხაჭო, შაქარის პუდრა, ვანილი და დარბილებული კარაქი ერთმანეთში აურიეთ და გაქენით.
გამოიღეთ ფორმები მაცივრიდან, დაუმატეთ 1/3 ხაჭოს მასა, ცენტრში ჩადეთ სასურველი შიგთავსი და შემდეგ ისევ ხაჭოს მასა დაუმატეთ. ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი და შედგით რამდენიმე საათით მაცივარში.