გემრიელი კარაქის კრემი დესერტებისთვის

გემრიელი კარაქის კრემი დესერტებისთვის
fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელეს, ფაფუკსა და მარტივ კრემს ტორტებისა და ნამცხვრებისთვის.
საჭირო მასალა:
  • დარბილებული კარაქი- 250 გ
  • შაქრის პუდრა- 300 გ
  • ვანილი
  • რძე -3 ს/კ
  • მარილი 1/4 ჩკ

მომზადება:
  1. ოთახის ტემპერატურაზე კარგად დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერის საშუალო სიჩქარეზე 10 წუთის განმავლობაში.
  2. ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ კარაქს გაცრილი შაქრის პუდრა. ნელ-ნელა ჩაუმატეთ შაქარი.
  3. შემდეგ დაუმატეთ ვანილი, მარილი და რძე. გააგრძელეთ თქვეფა 5 წუთის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე.