ფარშირებული ბოსტნეული - ჯანსაღი კერძი მთელი ოჯახისთვის

ფარშირებული ბოსტნეული - ჯანსაღი კერძი მთელი ოჯახისთვის
fpaparazzi-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ ამ კერძის მომზადება.

საჭირო მასალა:
  • ბულგარული წიწაკა-8 ცალი
  • ბრინჯი-100 გრ
  • ხახვი-1 თავი
  • ნიორი-3-4 კბილი
  • პომიდორი-6 ცალი
  • სტაფილო-2 ცალი
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)
  • მწვანე წიწაკა-1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი 50 მლ


მომზადების წესი:
1. ბრინჯი მოხარშეთ და წყალი გადაუწურეთ.
2. დაჭერით ხახვი, ნიორი, სტაფილო, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე წიწაკა, შეურიეთ ბრინჯს და უყავით მარილი გემოვნებით.
3. ბულგარულ წიწაკებს მოაჭერით ბოლოები, მოავსეთ მომზადებული გულსართით, ჩააწყვეთ ქვაბში მჭიდროდ, მოასხით გახეხილი პომიდორი, ძირში ჩაუსხით ზეთი და თავდახურული ქვაბით დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველაფერი კარგად არ მოიხარშება.

გემრიელად მიირთვით!