ნამდვილი ქართული საწებელი- მისი გემო არ დაგავიწყდებათ
ეს საწებელი ნებისმიერ კერძთან გემრიელია. FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- პომიდორი- 1 კგ
- ცხარე წითელი წიწაკა- 1 ცალი
- ქინძი- 1 კონა
- ნიორი- 3-4 კბილი
- ხმელი სუნელი- 1ს.კ
- ხმელი ქინძი- 1 ს.კ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი და გაფქცვენით.
- დაჭერით წვრილად და ცოტა ხანს გააჩერეთ.
- გადაუწურეთ ზედმეტი წვენი.
- პომიდორი ჩაყარეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გასქელდება.
- ამის შემდეგ პომიდორს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და წითელი წიწაკა.
- მწვანილი ძალიან წვრილად დაჭერით და მარილთან და სუნელებთან ერთად დაუმატეთ პომიდორს.
- ხარშეთ კიდევ 2-3 წუთით და ცეცხლიდან გადმოდგით.
- თავდახურულ მდგომარეობაში გააჩერეთ 30-40 წუთით.
- თქვენი სასწაულად გემრიელი საწებელი მზადაა.
გემრიელად მიირთვით.