საოცრად გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კარტოფილი ლავაშის ცომში
fpaparazzi-მა მარტივი, ხელმისაწვდომი და გემრიელი კერძის რეცეპტი მოგიმზადათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 700-800 გ
- რძე 350 მლ (250 ცომში, 100 მლ პიურეში)
- კვერცხი 3 ცალი
- კარტოფილი 800 გ
- კარაქი 150 გ
- კამა
- მარილი
- ხახვი 1
მომზადების წესი:
- ხახვი წვრილად დაჭერით, მოხრაკეთ კარაქში.
- კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში და გააკეთეთ პიურე.
- დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და წვრილად დაჭრილი კამა, 50 გ კარაქი და 100 მლ რძე. კარგად აურიეთ.
- რძეს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მარილი - მოზილეთ ცომი.
- გააბრტყელეთ თხლად.
- ამოჭერით საჭირო ზომის წრეები.
- შემწვარ ლავაშებს წაუსვით გამდნარი კარაქი.
- შემდეგ გაანაწილეთ მის შუაგულში კარტოფილის პიურე. გადაკეცეთ ლავაში შუაზე, ზემოდან წაუსვით კარაქი.
გემრიელად მიირთვით!