ხორცი სოკოთი და ყველიანი სოუსით

ხორცი სოკოთი და ყველიანი სოუსით
fpaparazzi წარმოგიდგენთ ხორცის საოცარი კერძის რეცეპტს მთელი ოჯახისთვის...
საჭირო მასალა:
  • საქონლის ხორცი 1,5 კგ
  • ქამა სოკო 0,5 კგ
  • მდნარი ყველი 250 გ
  • ტომატპასტა 1 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. დაჭერით ხორცი კუბიკებად და მოხრაკეთ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე.
  2. სოკოს დაასხით ადუღებულ წყალი და ხარშეთ 10 წუთი.
  3. გადაუღვარეთ წყალი, გააგრილეთ, დაჭერით და დაუმატეთ ხორცს. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  4. შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტა და კარგად აურიეთ.
  5. შემდეგ დაუმატეთ ტაფაში მდნარი ყველი და ძალიან სწრაფი მოძრაობით ურიეთ.
  6. როცა ყველი მთლიანად ჩადნება და სოუსი ერთგვაროვანი გადება, გამორთეთ გაზი და დაუმატეთ სასურველი სანელებლები ან მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!