აი, როგორ უნდა მოიშოროთ იშიაზის გაუსაძლისი ტკივილი ამ სამკურნალო რეცეპტით!

აი, როგორ უნდა მოიშოროთ იშიაზის გაუსაძლისი ტკივილი ამ სამკურნალო რეცეპტით!
რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი. ნევროპათატოლოგმა დამისვა იშიაზის დიაგნოზი. დანიშნულმა წამლებმა მდგომარეობა შემიმსუბუქა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტკივლი ისევ გამიძლიერდა. შემთხვევით ხელში ჩამივარდა ხალხური მედიცინის წოგნი, სადაც ასეთი რეცეპტი წავიკითხე : " კაკლის ფოთოლი მოხარშეთ მარილწყალში, ცხლად დაიდეთ მტკივნეულ ადგილას ( როგორსაც გაუძლებთ ) და მაგრად შეიკარით შალით. პროცედურა გაიკეთეთეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ ". ასეც მოვიქეცი და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. სამღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა. ახლა თუნდაც გამიმეორდეს შეტევა, აღარ მეშინია, რადგან უებარ წამალს მივაგენი.



ექიმის კომენტარი:

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ფიტოთერაოიაში კაკლის ხის სასწაულებრივი თვისებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ძველად მას " სიცოცხლის ხეს " უწოდებდნენ, თურმე. სამკურნალო თვისებები აქვს კაკლის ნაყოფსაც, ფოთოლსაც, მერქანსაც და ფესვებსაც კი. მეტად მრავალფეროვანი და მრავალგვარია ამ ხის სხვადასხვა კომპონენტის ქიმიური შემადგენლობა. იგი მდიდარია ვიტამინებით , ანტიანთებითი, ეთეროვანი, მთრიმლავი ნივთიერებებით, ზეთებით და სხვა. კაკლისაგან დამზადებული პრეპარატები სხვადასხვა სახით თითქმის ყველა ორგანოს ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენება.
იშიაზი- საჯდომის ნერვის ნევრალგია ან ანთებაა, ახასიათებს საჯდომი ნერვის გასწვრივ შეტევითი, ხან მუდმივი ხასიათის ტკივილი. ამ ტკივილის მოსახსნელად ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებდნენ შალის ქსოვილს, რომელიც ნერვულ რეცეპტორებს აღაგზნებს და ამ გზით შესაბამისი უბნის ქსოვილოვან კვებას აუმჯობესებს. სწორედ იმავე პრონციპს ეყრდნობა კაკლის ფოთლის ცხელი სახით გამოყენება და ზევიდან შალის ქსოვილის შემოხვევა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი