საოცარი ნაყენი, რომლითაც შეძლებთ უმკურნალოთ სისხლძარღვებს, გულს და ნერვულ სისტემას!
ხანში შესულმა ადამიანებმა არც კი იციან, რომ შეუძლიათ მცენარეული საშუალებებით დაეხმარონ საკუთარ სისხლძარღვებს, გულს, ნერვულ სისტემას. მე ყველას ვურჩევ ამ მიზნით ბაბუაწვერას გამოყენებას. სულერთია, მცენარე ყვავილობის პერიოდშია თუ არა. მკურნალობისთვის გამოგადგებათ მცენარის ფოთლებიც და ფესვებიც. მაისიდან ოქტომბრამდე ვსვამ ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვების წვენს.
მომზადების და გამოყენების წესი:
მცენარე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ. სვით 30 - 50 წვეთი დღეში 4 - ჯერ, ჭამის წინ.
ბაბუაწვერას წვენი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე - იცავს ადამიანს სკეროზისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს ძილს, საერთოდ, აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
ექიმის კომენტარი:
ბაბუაწვერას ფესვები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: სტერინებს, ქოლინს, ნიკოტინის მჟავას, ნიკოტინამიდს, კაუჩუკს, ფისებს, ცვილს, ინულინს, ცხიმოვან მჟავას, ორგანულ მჟავებს.
ბაბუაწვერას ხალხურ მედიცინაში, ძირითადად, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს იყენებენ. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აღიზიანებს ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, რის შემდეგადაც აღიგზნება კვების ცენტრი, რაც ააქტიურებს კუჭის წვენისა და სხვა საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების წვენების სეკრეციას.
ბაბუაწვერას აქვს, აგრეთვე, ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება.
მკითხველი გვთავაზობს მცენარის ახალგამოწურული წვენის მიღებას გულ - სისხლძარღვთა სისტემის უკეთ მუშაობისათვის, თუმცა ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ამ მიზნით გამოყენება აღნიშნული არ არის.
კარაბადინში გვხვდება ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მომზადების რეცეპტი: 1 ს/კ ფესვებს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი დადგათ მდუღარე წყლის ორთქლზე, თან ურიოთ. შემდეგ გადმოდგათ, შეაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწუროთ და მიიღოთ 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც ნაღველმდენი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება.