ეს სამკუნალო რეცეპტი მათთვისაა, ვისაც ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ!

ეს სამკუნალო რეცეპტი მათთვისაა, ვისაც ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ!
რაც 40 წელს გადავცილდი, ღვიძლმა და ნაღვლის ბუშტმა შემომიტია. ექიმმა ამიხსნა, - ნაღველი ცუდად გადის სანაღლე გზებში. ამ დაავადებას სანაღვლე გზების დისკინეზია ჰქვიაო. მკურნალობა დორებითი აღმოჩნდა. გადავწყვიტე, თავად მეპოვა გამოსავალი. უმთავრესი წამალი სწორი კვება ყოფილა - უნდა იკვებოთ მხოლოდ ჯანსაღი საკვებით, ხშირ-ხშირად და მცირე დოზებით.
ასე ნაღვლის ბუშტიც და ღვიძლიც განიტვირთება და მალე უკეთსობას იგრძნობთ. სამკურნალოდ კი ბაბუაწვერას ფესვები გამოგადგებათ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში უნდა მოაგროვოთ, მაგრამ გირჩევთ, გზის პირიდან მოშორებული ადგილები შეარჩიოთ მცენარის მოსაგროვებლად.

მომზადების და გამოყენების წესი:
2 ს/კ დანამცეცებულ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 5 - 7 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააყოვნეთ 1 საათი, გადაწურეთ და ნელ - ნელა, ყლუპ - ყლუპად სვით ნახევარ - ნახევარი ჩ/ჭ 2 -3- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. როგორც კი ნაყენის სმას დაიწყებთ, გაძლიერდება საჭმლის მონელება და მოგემატებათ მადა. თუ ამის გამო გადაჭარბებულ ჭამას დაიწყებთ, მთელი მკურნალობა წყალში ჩაგეყრებათ. ნაღვლის გადინებას ხელს უწყობს სიმინდის ულვაშის და ასკილის ნაყენიც, მაგრამ ბაბუაწვერას ფესვებმა მთლიანად განმკურნა - ორი წლის განმავლობაში ორჯერ ჩავიტარე 30 - 40- დღიანი კურსი. ხანდახან ახლაც ვიტარებ ხოლმე მკურნალობის მოკლე კურსებს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:
ბაბუაწვერას ფესვები შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს: ტრიტერპენის ნაერთებს, სიგმატერინს, ინულინს, ქოლინს, ნიკოტინის მჟავას, ფისებს, ცვილს, კაუჩუკს, ცხიმს. ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ - ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, მადისმომგვრელ, ნაღველმდენ საშუალებად, ბუასილის სამკურნალოდ.
ბაბუაწვერას ფესვებს აქვს აგრეთვე სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მის ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებსა და მეჭეჭებზე.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი