ძეხვითა და ყველით ფარშირებული კარტოფილი

ძეხვითა და ყველით ფარშირებული კარტოფილი
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს კერძი ვახშმათ - ის მარტივია და საკმაოდ ნოყიერი.

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 5 ცალი
  • კარაქი 500 გრ
  • ძეხვი 100 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • არაჟანი ან მაიონეზი 200 გრ
  • მაგარი სახეობის ყველი 100 გრ
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. კანიანად მოხარშეთ კაროტოფილი, კარგად გააშრეთ და გაყავით 2 ნაწილად.
  2. კოვზით ფრთხილად გამოაცალეთ გული, დააყარეთ მარილი და წიწაკა.
  3. ცალკე ჭურჭელში აურიეთ კარაქი, გახეხილი ყველი, კუბიკებად დაჭრილი ძეხვი, არაჟანი ან მაიონეზი, შავი პილპილი და კვერცხი.
  4. მომზადებული შიგთავსი გულგამოცლილ კარტოფილში გადაიტანეთ.
  5. ზემოდან მოააყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით