ნაოჭების მტერი! დიახ ეს სტაფილოს ნიღაბია, რომელიც ასევე შესანიშნავად ატენიანებს და წმენდს კანს!
გაზაფხულზე როცა ხილი და ბოსტნეული ნაწილობრივ კარგავს ვიტამინებს და, ამის კვალობაზე, სასარგებლო თვისებებსაც, სტაფილო B, C, K, PP ვიტამინების, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა - კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძველესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ - სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.
სტაფილო კოსმეტოლოგიაში არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.
სტაფილო კოსმეტოლოგიაში არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.
- იმისთვის, რომ ფერმკრთალ კანს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეთ, ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2 - 3 - ჯერ გაიკეთეთ გახეხილი სტაფილოს 20 - 30 - წუთიანი ნიღაბი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
- კანს კარგად ატენიანებს და კვებავს სტაფილოს წვენი - გაიწმინდეთ კვირაში 2 - ჯერ.
- სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ჭორფლის მოცილებაში დაგეხმარებათ.
- კანს გაგიხალისებთ გახეხილი სტაფილოს ნიღაბი - დაიდეთ სუფთა სახეზე 20 წუთით.
- ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 სუფრის კოვზი რძე.