საუკეთესო საშუალებები, რომლებიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ფერისმჭამელების არსებობას.
ფერისმჭამელა არის ცხიმოვანი ჯირკვლის ანთებითი დაზიანება, უხშირესად გვხვდება - ჩვეულებრივი ფერისმჭამელა. ვითარდება მოზარდებში სებორეის ფონზე სახეზე, ზურგზე, ამ დროს ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება მომატებულია და სეკრეტის შემადგენლობაც შეცვლილია. გამოხატული გამონაყარი გადადის 20 - 25 წლის ასაკში, იშვიათად 30 - 35 წლებში. ფერისმჭამელას მაგვარი გამონაყარი ვლინდება იმ ადამიანებში რომლებიც მუშაობენ მინერალურ ზეთებთან, ნავთობ - პროდუქტებთან და მსგავს სამუშაოებზე მომუშავეებში, ასეთი გამონაყარი ჩნდება კანის ღია ნაწილზე, ამ დროს ხდება ცხიმის ჯირკვლების დაცობა მტვრით, ფერისმჭამელა ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თუ ხდება ბრომის და იოდის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება - მედიკამენტოზური გამონაყარი.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ფერისმჭამელას მოსაშორებლად 3 ს/კ გახეხილ კიტრს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 - 3 სთ გამოწურეთ და დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი , კარგად აურიეთ. ამ სითხით გაიწმინდეთ სახე დაბანის შემდეგ.
- წვნიანი კომში გახეხეთ სახეხზე, კეთდება ნიღბის სახით 15 - 20 წუთის განმავლობაში, კარგად შველის ფერისმჭამელას და მუწუკების მოშორებაში.
- მრავალძარღვას ახალი წვენით შეიძლება სახის გაწმენდა ან შეიძლება დაემატოს ნიღაბში.
- ფერისმჭამელას ანთებითი ფორმის დროს საჭიროა კარტოფილის გამოყენება: 100 გრ გასუფთავებული, გახეხილი ფაფას დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი , კარგად შეურიეთ ერთმანეთში, მიღებული მასა გადაუსვით მარლის საფენზე, მისი სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1 სმ. დაიდეთ დაზიანებულ ზედაპირზე და გადაახვიეთ ბინტით, ნახვევი იხსნება 2 სთ - ის შემდეგ. ფრთხილად მოიწმინდეთ შემშრალი მასა ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი ნახვევი კეთდება დღეში რამდენჯერმე.
- აიღეთ 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ფურისულას ფესვები დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენება სახის გასაწმენდად ფერისმჭამელების დროს.
- მუწუკების მოსაშორებლად კანი გაიწმინდება ძახველის ნაყოფის ახალი წვენით 2 - 3 - ჯერ დღეში.