მენინგიტის მკურნალობა ხალხური რჩევებით და რეცეპტებით!

მენინგიტის მკურნალობა ხალხური რჩევებით და რეცეპტებით!
მენინგიტი - დაავადებაა, რომლის დროსაც ვითარდება თავისა და ზუგის ტვინის რბილი და მაგარი გარსის ანთება. მენინგიტი შეიძლება იყოს პირველადი, როცა ზიანდება მხოლოდ ტვინის გარსები, და მეორადი - როდესაც მენინგიტი გამოწვეულია როგორც გართულება რომელიმე ინფექციური დაავდებისა ( უფრო ხშირად ფილტვების ანთება, შუა ყურის ანთება ასევე კარბუნკელი ანუ ძირდიდა, ყბაყურა, ჩუტყვავილა და სხვა ).

მენინგიტი განსაკუთრებით საშიშია თავისი გართულებებით, რომლებიც შეიძლება იყოს ტვინის წყალმანკის, სიყრუის, ყრუმინჯობისა და სიბრმავის ფორმით.
მენინგიტის მკურნალობა ექიმის გარეშე, მარტოოდენ საოჯახო საშუალებებით დაუშვებელია; შეიძლება მხოლოდ მკურნალობის ხელშეწყობა: ავადმყოფს შევუქმნათ სრული სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე, დავაბნელოთ ოთახი შუქის ჩაქრობით. ხელებზე იდაყვამდე და ფეხებზე მუხლამდე, სიცხის თავიდან ასაცილებლად, კარგად შემოვახვიოთ ცივი ქსოვილი და ვცვალოთ, როცა ის გათბება. თავზე და ხერხემლის გასწვრივ დავადოთ ყინულიანი ბუშტები.

მენინგიტის მკურნალობა:

ცერცვეკალა. სვით 1-2 ს/კ დღეში ბალახის ცივი გარო.

ფითრი. 1 ს/კ პირამდე სავსე - დაქუცმაცებული ტოტები, ტირიფის ან თუთის ხეებისგან მოწყვეტილი ( ფითრი სხვა ხეებზეც იზრდება , დათუთქეთ 200 მლ მდუღარე წყლით და ხარშეთ წყლის აბაზანაზე 15-20 წთ. სვით ჩაისთან ერთად.

მამულა. 3 ჩ/კ გახმარი ბალახი ყვავილებით - 1,5 ჭიქა მდუღარე წყალზე. შეფუთნეთ, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი 3-4- ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.

რჩევა

ექიმბაშები ამ დაავდებას მკურნალობენ წურბელების მიდებით ავადმყოფის ცხვირთან და უკანა ტანთან. ძალზე მცირე ხნის შემდეგ ავადმყოფი შვებას გრძნობს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური