კოჟრების მოსაცილებელი ყველაზე ეფექტური საშუალება და მათი განვითარების პროფილაქტიკა
კოჟრებს ხშირად შინ მკურნალობენ, რაც არასწორია, რადგან შინაურმა მეთოდმა შესაძლოა საღი კანის ანთება გამოიწვიოს და მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს. ხშირად გვესმის: "ფეხები თბილ წყალში მოათავსეთ, კოჟრი დაარბილეთ და პემზით გაიხეხეთ". ამ ხერხის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც კოჟრი მცირე ზომისაა. ამჟამად შემუშავებულია კოჟრების ეფექტური კომპლექსური მკურნალობა - მედიკამენტებთან ერთად პედოლოგიური აპარატით დამუშავება - მოცილება, რითაც მიიღწევა 100% - იანი შედეგი. ამ თითქოსდა უმნიშვნელო პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, თბილი წყლის აბაზანის შემდეგ დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, სინთეტიკურ წინდებზე უარის თქმა.
ცალკე უნდა ვახსენოთ კანის გარქოვანება. ის მოიაზრება დაავადებათა ჯგუფში, რომელსაც აერთიანებს ტერმინი კერატოდერმია. გარქოვანება შეიძლება იყოს როგორც შემოფარგლული, ასევე გავრცობილი, დიფუზური, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ან სიმპტომური. თანდაყოლილ ფორმებზე, - ისეთებზე, როგორებიც არის უნნა - ტოსტის, მელედას, ხელისგულ - ფეხისგულების წერტილოვანი კერატოდერმია და სხვა, - თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებთ. შეძენილია ინფექციური კერატოდერმია, რომელიც ვითარდება ინფექციური დაავადების შედეგად და კლიმაქტერული კერატოდერმია, როცა კანის გარქოვანება თავს იჩენს კლიმაქსის პერიოდში და ფეხისგულებზე ერითემის წარმოქმნა ახასიათებს. ეს უკანასკნელი იფარება რქოვანა შრეებით და თანდათან მთელ ფეხისგულს მოიცავს.
ზამთარში მდგომარეობა უარესდება. მკურნალობა სიმპტომურია. მიზანშეწონილია A, E, C და B ჯგუფის ვიტამინების მიღება, ზღვის მარილის აბაზანები, ადგილობრივი კერატოლიზური ( გარქოვანებული უბნების დამშლელი) საშუალებების გამოყენება.