ნატურალური ხალხური წამალი რადიკულიტის სამკურნალოდ!

ნატურალური ხალხური წამალი რადიკულიტის სამკურნალოდ!
რადიკულიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც პათოლოგიურ პროცესში ჩართულია პერიფერიული ნერვების ბოჭკოები. დაავადება შეიძლება განვითარდეს ხერხემლის დაავადების, ტრამვის და გაციების ფონზე. რადიკულიტი ზოგჯერ ინფექციური დაავადების გართულება შეიძლება იყოს.

ტრადიციულ მკურნალობას შეიძლება დაემატოს ბოლოკისგან დამზადებული ნატურალური წამალი.

ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 100 მლ
  • იასამანის ყვავილი - 80 გრ
  • გვირილას ყვავილი - 10 გრ
  • სპირტი - 220 მლ
  • წყალი - 200 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
იასამანის ყვავილს დავასხათ სპირტი, კარგად ავურიოთ და დავაყენოთ 2 კვირა. გვირილას ყვავულები ჩავდოთ ჭიქაში და დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი, დავაყენოთ 20 წთ, გავწუროთ, გავაციოთ და შევურიოთ ბოლოკის წვენს. მომზადებულ წვენს დაუმატოთ 40 წვ. იასამანის ყვავილის ნაყენი და მივიღოთ დღეში 2 - ჯერ. პროფილაქტიკური კურსი - 2 კვირა.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი