ენტერიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალო ხალხური სამედიცინო საშუალებები
ენტერიტი- წვრილ ნაწლავთა ლორწოვანი გარსის ანთებაა (კატარი ). ჩვეულებრივ, პროცესი მიმდინარეობს წვრილი და მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ერთდროული ანთების სახით ( ენტეროკოლიტი ), ან კუჭისა და წვრილი ნაწვალების ( გასტროენტერიტი ), ანდა მთელი კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებით ( გასტროენტეროკოლიტი ).
ენტერიტი შეიძლება წარმოიქმნას ზოგიერთი ბაქტერიის ან ვირუსის ორგანიზმში მოხვედრით, წამლით ან საკვებით გამოწვეული ალერგიის დროს; მძიმე მეტალებით, ტუტეებით, სპირტით მოაწამვლისას, ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია ბატერიული დასენიანება. ამ დაავადებისადმი მიდრეკილების ფაქტორებს მიეკუთვნებიან: კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება, ვიტამინების უკმარისობა, ფიზიკური გადატვირთა. ორგანიზმის მკვეთ გადახურებას - განსაკუთრებით ბავშვებში, აგრეთვე ის გაცივებას, კუჭ- ნაწლავში მუცლის ჭიების არსებობას შეუძლია ხელი შეუწყოს ენტერიტის განვითარებას.
დროულად თუ არ დაიწყებთ მკურნალოას, ან არასაკმარისად იმკურნალებთ, დაავადება შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთი ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია ფაღარათი, დაწყებული დილით და უმალვე ჭამის შემდეგ. ბუყბუყი და არამკვეთრი ტკივილები მუცლის არეში. ფაღარათს ზოგჯერ ცვლის ყაბზობა, ხშირია გულისრევა და ბოყინი ( გულძმარვა ). ავადმყოფები ჩვეულებრივ იკლებენ წონაში, ისინი ფერმკთალები და სისხლნაკლულები არიან.
გთავაზობთ რეკომენდაციებს ენტერიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ ხალხური მედიცინის საშუალებებით:
ბროწეული. აიღეთ 20 გრ ბროწეულის გამხმარი ქერქი ან 50 გრ მარცვალი, დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ, გაწურეთ. სვით ორ-ორი ს/კ დღეში 2-ჯერ. ბროწეულის ქერქის ნახარში განსაკუთრებით ეფექტურია ალერგიული კოლიტებისა და ენტეროკოლიტების დროს.
ტყის მარწყვი. ავიღოთ ბალახის 20 გრ 200 მლ ადუღებულ წყალზე. მივიღოთ 2-3 ს/კ. ნახარში გამოვიყენოთ წვრილი და მსხვილი ნაწლავების ანთებისას გასტრიტის დროს, რომელსაც ახლავს ფაღარათი და კუჭშეკრულობა.
ასფურცელა. აიღეთ 5 გრ. ყვავილები 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. მიიღეთ ენტეროკოლიტის დროს თითო ს/კ დღეში 5-6-ჯერ.
მრავალძარღვა. ნორჩი ფოთლების წვენი ეფექტურია გასტრიტის, კუჭის წვენის დაქვეითებული ან ნულოვანი მჟავიანობის დროს, მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტებიდა და კოლიტებისას. მივიღოთ თითო ჩ/კ 1-2 ს/კ წყალზე ჭამამდე 20 წთ-ით ადრე, დღეში 3-ჯერ.
გვირილა სამკურნალო. 1 ს/კ გამხმარ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 5 წთ, დააყენეთ 4 სთ და გაწურეთ. მიიღეთ 2-2 ს/კ ჭამის შემდეგ, დღეში 4-ჯერ.
ვაშლი. ქრონიკული ენტეროკოლიტის დროს ფაღარათით - მიირთვით დღეში 5-ჯერ 250-300 გრ უმი, მწიფე ვაშლები გახეხილი სახით.
ნაკრები
ძაღლმაყვალას ფოთლები 2 წილი, გულყვითელას ყვავილედი 1 წილი. ავიღოთ ნარევის 3 ს/კ ნახევარ ლიტრ ადუღებულ წყალზე. დავაყენოთ 30 წთ მდუღარე წყლის აბაზანაში, გავაგრილოთ და გავწუროთ. მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში. ნახარში წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ნაწლავების კატარის მკურნალობისას.