შესანიშნავი საშუალება, რომელიც ენტერიტის სამკურნალოდ გამოიყენება!

შესანიშნავი საშუალება, რომელიც ენტერიტის სამკურნალოდ გამოიყენება!
ენტერიტი წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. გამომწვევი მიზეზებია: კვბითი ტოქსიკური ინფექცია, მწვავე მოწამვლა, სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ძნელად მოსანელებელი უხეში პროდუქტები და სხვა. განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ენტერიტს. მწვავე ენტერიტი იწყება უეცრად. ახასიათებს შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, გულის რევა ან ღებინება, ტემპერატურის აწევა და სხვა. ზოგჯერ მწვავე ენტერიტი ქრონიკულ ფორმაში გადადის.

ხალხური მედიცინა მცენარე მურყანს იყენებს მის სამკურნალოდ.

შესანიშნავი საშუალება, რომელიც ენტერიტის სამკურნალოდ გამოიყენება!
სამკურნალოდ გამოიყენება მურყანის ქერქი და გირჩები.
მურყანის ქერქის შეგროვება ხდება დაღმავალი მთვარის ფაზაში, აპრილ - მაისის თვეში, ხოლო გირჩები გროვდება შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში სავსე მთვარის ფაზაში.
ტრადიციული მედიცინა მურყანის გირჩებსა და ქერქს ( ნაყოფს ) იყენებს შემკვრელ საშუალებად. მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, ენტეროკოლიტის და ართრიტის დროს.

ნაყენი შემდეგნაირად მზადდება:
15 გრ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ.
მიღების წესი: მიიღეთ 1 ს/კ სამჯერ დღეში.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია