ქათმის რულეტი სოკოს გულსართით
fpaparazzi გთავაზობთ რულეტის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა გულსართით მოამზადოთ, მაგრამ ამჯერად ჩვენ სოკოს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
მიირთვით გემრიელად.
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 4
- სოკო 200 გ
- ყველი 100 გ
- კვერცხი 2
- საფანელი
- მარილი და პილპილი
- ოხრახუში და კამა
- კარაქი
მომზადება:
- ქათმის ფილე სიბრტყეზე ჩავჭრათ, ისე რომ ერთი კიდე გაუჭრელი დარჩეს. კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
- სოკო და მწვანილი დავჭრათ წვრილად, ყველი გავხეხოთ. ქათმის დაბეგვილ ნაჭრებზე მოვათავსოთ გულსართი, შუაში ჩავაყოლოთ კარაქის პატარა ნაჭერი და გადავახვიოთ.
- რულეტები ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან, დაბალ ცეცხლზე.
- რულეტის ნაჭრები შეგვიძლია მივირთვათ პიურესთან, სალათთან ან როგორც ცივი საუზმეული.
მიირთვით გემრიელად.