ქათმის ოლადები ყველით და კეფირით

ქათმის ოლადები ყველით და კეფირით
fpaparazzi სასარგებლო და ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე- 500გ
  • კვერცხი-2ცალი
  • 1%-იანი კეფირი- 100გ
  • ფქვილი-100გ
  • ყველი-100გ
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე და ყველი დაჭერით პატარა ნაჭრებად, მწვანილი კი წვრილად.
2. ერთმანეთში აურიეთ ქათმის ფილე, ყველი, მწვანილი, კეფირი, ფქვილი და ყვერცხი. დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ.
3. მიღებული მასა კოვზით დაასხით გახურებულ ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
4. მიირთვით თბილი.

გემრიელად მიირთვით.