ქათმის რულეტის ყველაზე მარტივი რეცეპტი

ქათმის რულეტის ყველაზე მარტივი რეცეპტი
ქათმის რულეტის მომზადება სხვადასხვა გულსართით შეგიძლიათ, თუმცა, fpaparazzi-მა უნივერსალური რეცეპტი მოგიმზადეთ, რომელიც, ვფიქრობთ, მოგეწონებათ.
საჭირო მასალა:
  • 8 ცალი ქათმის ფილე (დაახლოებით 1,3-1,5 კგ)
  • 200 გ ყველი;
  • 4 კბილი ნიორი
  • 150 გ მწვანილი (ოხრახუში, კამა, ნიახური, ქინძი)
  • 100 გ კარაქი;
  • 50 გ მაიონეზი;
  • 60 გ ზეთი;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. გულსართისთვის: გახეხეთ სახეხზე ნახევარი ყველი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და კარაქი. მოაყარეთ მარილი.
  2. დაბეგვეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  3. დაბეგვილი ფილეს ნაპირას დადეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით. შეწვით ზეთში რამდენიმე წუთი ორივე მხრიდან.
  4. წაუსვით ფილეს ზემოდან მაიონეზი, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედგით 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
  5. კერძის მორთვა შეგიძლიათ ჩერის პამიდვრით ან ბულგარული წიწაკით. სუფრასთან მიიტანეთ მაკარონთან ან კარტოფილთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!