სისხლნაკლებობის სამკურნალო უებარი მცენარეული წამლის რეცეპტი
ძვირფასო რედაქციავ! მინდა მოგაწოდოთ სისხნაკლებობის სამკურნალო უებარი მცენარეული წამლის რეცეპტი. დღეს ძალიან გახშირდა სისხლნაკლებობა. ამის მიზეზი, ალბათ ჩვენი გაუკუღმართებული ყოფა,არასრულფასოვანი კვება და საერთო გაჭირვებაა.
მომზადების და მიღების წესი:
მომზადება: დაკრიფეთ აბზინდის ბალახი მაისში, როცა იგი თავის ბიოლოგიური ძალით გამოირჩევა. ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ბოთლში ( გაავსეთ ), დაასხით არაყი ( რამდენსაც დაისხამს ბოთლის შევსებამდე ). დადგით 21 დღე მშრალ, თბილ, ბნელ ადგილას, სადაც ტემპერატურა ოთახისაზე მაღალი იქნება.
მიღება: ნაყენის ერთი წვეთი გახსენით ერთ სუფრის კოვზ წყალში, სვით დილით, უზმოზე, სამი კვირის განმავლობაში. თუ სისხლნაკლებობა მწვავე ფორმისაა, შეისვენეთ ორი კვირა და მიიღეთ კიდევ სამი კვირის განმავლობაში.
ექიმის კომენტარი:
აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც მის ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. კერძოდ, მას აქვს ანტიანთებითი მოქმედება, აჩქარებს წყლულის შეხორცებას კუჭ-ნაწლავში, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. სისხლნაკლებობის დროს აბზინდის ეფექტიანობის შესახებ ჩვენთვის უცნობია. თუმცა შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დადებითი ზემოქმედების შედეგად გაუმჯობესდეს რკინის შეწოვა და აღინიშნოს უკეთესობა ანემიის ( სისხლნაკლებობის ) დროს.
ხაზგაზმით უნდა აღინიშნოს, რომ აბზინდის ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა, მსუბუქი მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო დიდი დოზებით მისი ნაყენის დალევის შემთხვევაში, ზოგადი ინტოქსიკაციის ( მოშხამვის ) ნიშნები ვითარდება, ამიტომ გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პრეპარატის მიღებისას.