ნაწოლების წყლულებისა და ქუსლების ნახეთქების სამკურნალო ხალხური მალამო
ჩემს მამამთილს დაემართა ინსულტი და განუვითარდა დამბლა. დიდხანს იწვა ლოგინში. გარკვეული დროის შემდეგ ქუსლების არეში გაუჩნდა ნახეთქები და წყლულები, საიდანაც სითხე სდიოდა. ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა ამგვარივე წყლული საკუთარი მალამოთი მოირჩინა და მასწავლა მისი დამზადების წესი:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
ფაფასავით ათქვიფეთ 100-100 გრამი დამდნარი თაფლის სანთელი, ღორის ქონი, ზეითუნის ზეთი, 10 აბი სტრეპტოციდი და 1 მლნ პენიცილინი. ჩაასხით მინის ჭურჭელში და შეიზილეთ კანის დაზიანებულ ადგილებში დღეში სამჯერ.
მეც მოვამზადე მალამო და შედეგით გაოცებული დავრჩი - ჩემს მამამთილს წყლულები რამდენიმე დღეში მოუშუშდა. იმედია მკითხველიც კმაყოფილი დარჩება.
ექიმის კომენტარი:
მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები სხვადასხვა ეფექტითა და ბიოაქტიურობით ხასიათდება. ძირითადი კომპონენტია თაფლის სანთელი, რომელსაც ანტისეპტიკური, ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელი თვისებები აქვს. მას ხშირად იყენებენ კანის ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალო გარეგანი საშუალებების დასამზადებლად. ღორის ქონსა და ზეითუნის ზეთს ამ შემთხვევაში გარქოვანებული ეპითელიუმის დამარბილებელი და ჩამომფცქვნელი ფუნქცია აქვს. რაც შეეხება სტრეპტოციდსა და პენიცილინს, ისინი ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომელიც საცხის შემადგენლობაში გააძლიერებს თაფლის სანთლის ანტიბაქტერიულ ეფექტს. ამრიგად, აღნიშული შემადგენლობის მალამო მართლაც დადებითად მოქმედებს კანის ნახეთქებისა და წყლულების მკურნალობისას. თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ მას მხოლოდ ადგილობრივი მოქმედების ეფექტი გააჩნია, ხოლო კანის მსგავსი ქრონიკული დაზიანებების საფუძველი საფუძველი ხშირად ორგანიზმის ზოგადი პათოლოგია გახლავთ. მაგალითად, ქუსლებზე ნახეთქების განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს შაქრიანი დიაბეტი, იოდის ცვლის დარღვევა და სხვა. მკითხველის მიერ აღნიშნულ შემთხვევაში კი წყლულის განვითარების საფუძველი ინსულტის ფონზე მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გახლავთ.
თუ ასეთ შემთხვევებში მხოლოდ ადგილობრივით შემოიფარგლებით და საერთო დაავადებას არ უმკურნალებთ , შედეგი მხოლოდ დროებითი იქნება და გარკვეული დროის შემდეგ ნახეთქები შესაძლოა ხელახლა განვითარდეს. ასე რომ, მალამოს ხმარებასთან ერთად, უმჯობესია ექიმის კონსულტაციაც მიიღოთ.
ინგრედიენტები:
- 100 გრ დამდნარი თაფლის სანთელი
- 100 გრ ღორის ქონი
- 100 გრ ზეითუნის ზეთი
- 10 აბი სტრეპტოციდი
- 1 მლნ პენიცილინი