ზურგისა და სახსრების ტკივილის დროს იასამანი უებარი წამალია!
ძალიან მიყვარს იასამანი. გაზაფხულის ამ მშვენიერ ყვავილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. სწორედ იასამანით ვამზადებ წელის ტკივილის წამალს, რომელიც მეზობელმა მასწავლა და მითხრა, რომ შველის ზურგისა და სახსრების ტკივილს. წელიწადში ერთხელ ვამზადებ წამალს და მთელი წელი მყოფნის. ნაყენი ძალიან იოლად მზადდება:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჭიქა იასამნის ყვავილებს დაასხით 0,5 ლ არაყი და ორი კვირით თავდახურული დადგით გრილ, ბნელ ადგილას. მზა წამალი გადაწურეთ და შეინახეთ მინის ბოთლში.
როგორც კი მეწყება წელის ტკივილი, მაშინვე ვისვამ მტკივან ადგილას ნაყენს, თბილად ვიხვევ წელს რამდენიმე საათით. ზოგჯერ რამდენიმე დღე ვიტარებ ამ პროცედურას, ვიდრე ტკივილი მთლიანად არ მომეხსნება. დაავადებამ განსაკუთრებით ზამთარში იცის თავის შეხსენება. გაზაფხულზე მომზადებული ნაყენი ზამთარშიც მაქვს და ტკივლი აღარ მაშინებს. ჩემი რეცეპტი მათ გამოადგებათ, ვისაც ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი ან სახსრების ტკივილი აწუხებს.
ექიმის კომენტარი:
იასამანი საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ფოთლები შეიცავს გლუკოზიდ სირინგოპიკრინს და მდიდარია C ვიტამინით.
ფარმაკოპეაში იასამანი შეტანილი არ არის, თუმცა ქართულ სამკურნალო კარაბადინებში უხვადაა რეცეპტი, რომელშიც იასამანი ერთ-ერთი კომპონენტია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
იასამნის წყალს ცხვირში აწვეთებდნენ ცნობიერებადაკარგულ ადამიანს. ყვავილის ზეთს იყენებდნენ თავის ტკივილის სამკურნალოდ: " იასამანსა უსუნოს და ამის ზეთი შეიცხოს, თავის ტკივილსა უშველის " ( " უსწორო კარაბადინი " ).
ზოგიერთ წამალს, რომეშიც იასამანი ან მისი ზეთი შედიოდა, ადუღებდნენ და მის ორთქლს ასუნთქებდნენ თავის ტკივილის დროს.
სხვადასხვა ნერვული დაავადების დროს ავადმყოფს ტანს უზელდნენ იასამანის ზეთით, ყურის ტკივილისას და შუილის დროს კი ყურში აწვეთებდნენ.
ხალხურ მედიცინაში იასამნის ფოთლის ნაყენს ხმარობდნენ ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად შაქრიანი დიაბეტის დროს.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა იასამანის ყვავილები
- 0,5 ლ არაყი