სუპერმდიდრული ქათმის კატლეტები! ერთ-ერთი დანამატის წყალობით...
ასეთი მდიდრული კატლეტი, მე ჯერ არ გამომსვლია. მოვსინჯე ამ რეცეპტით, და ვიყავი სრულად აღფრთოვანებული, ხორცის ფარშში დამატებული შვრიის ფანტელები კატლეტს აძლევს სისქეს და არის ძალიან წვნიანი...
როგორ მოვამზადოთ ქათმის კატლეტები
ინგრედიენტები
მომზადების წესი
ასეთი კატლეტები შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით ან ტკბილ მჟავე სოუსით. მიირთვით გემრიელად!
როგორ მოვამზადოთ ქათმის კატლეტები
ინგრედიენტები
- 500გრ. ქათმის ფარში
- 1 კვერცხი
- 0,5 ჭიქა სწარაფად მოსამზადებელი შვრიის ფანტელები
- 0,5 ჭიქა რძე ან წყალი
- 1ც ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გამოვნებით
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- ზეთი
მომზადების წესი
- კვერცხი აურიე წყალში ან რძეში და ეს ნარევი დაასხი შვრიის ფანტელებს დადგი 20 წუთით. გასაფუებლად.
- დაჭერი ხახვი, დაჭყლიტე ნიორი აურიე ქათმის ფარშში
- გაფუებილ შვრიის ფანტელებში აურიე წითელი წიწაკა, შავი წიწაკა, მარილი დაუმატე ფარშს
- შებრაწე კატლეტები ზეთში მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან, შემდეგ დაუწიე ცეცხლს და მიიყვანე საბოლოო მომზადებამდე. შესაძლბელია კატლეტის ამოსავლებად გამოვიყენოთ გამოტარებული კაკალი ან არახისი. გამოდის ძალიან ხრაშუნა კანი, რომელსაც საუკეთესოდ შეაფასებს დახვეწილი გურმანი.
ასეთი კატლეტები შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით ან ტკბილ მჟავე სოუსით. მიირთვით გემრიელად!