ეს რეცეპტი იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა

ეს  რეცეპტი  იმუნიტეტის  ამაღლების  საუკეთესო  საშუალებაა
ფიჭვის მურაბა - ცნობილი სამკურნალო საშუალებაა, მდიდარი ვიტამინებით, განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე. იგი იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა, ასევე გამოიყენება ხველის, ბრონქული ასთმის, ბრონქიტის დროს. მზადდება ფიჭვის ახლად დაკრეფილი კვირტებისგან.

მომზადების წესი:
გარეცხეთ კვირტები საწურზე ცივი წყლით, ჩაყარეთ მომინაქრებულ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი ( 1 წილი კვირტები და 1 წილი წყალი ). დაახურეთ თავი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 - 20 წუთი. დუღილის დროს წყლის ნაწილი ორთქლდება, ამიტომ ნახარშს დაამატეთ მდუღარე და მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე. გაცივებული ნახარში გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი ( 1 წილი ნახარში და 2 წილი შაქრის ფხვნილი ). ნელ ცეცხლზე ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მიღებული სიროფი გადაასხით მინის ქილებში. გამოყენების დროს იგი შაქრდება. მიიღეთ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, მიაყოლეთ ცხელი ჩაი ან რძე.


იმუნიტეტის ასამაღლებელი შემდეგი საშუალება:
მწყერის კვერცხი წარმოდგენს დიდი რაოდენობით მინერალური ნივთირებებისა და ვიტამინების წყაროს. იგი ზრდის იმუნიტეტს და იჩენს ზოგადგამამაგრებელ მოქმედებას. უნდა დალიოთ დილით, უზმოზე, არანაკლებ შვიდი ცალისა ერთად (მოზრდილისათვის). ბავშვებს უმჯობესია მიეცეთ ორი კვერცხი, წინასწარ მოხარშული ან ომლეტის სახით. იმუნიტეტის ასამაღლებლად შეიძლება ქათმის კვერცხის (2 ცალი) გამოყენებას, მაგრამ უმჯობესია მხოლოდ ცილის დალევა.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი