მინი-პიცა ბავშვებისთვის
Fpaparazzi- ი გირჩევთ მოუმზადოთ ეს პიცა ბავშვებს. ისინი ისე მიმზიდველად გამოიყურებიან, რომ უარს ვერც ერთი ბავშვი ვერ იტყვის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. თბილ რძეში გახსენით საფუარი და გააჩერეთ 10 წუთით. დაუმატეთ 2ს.კ მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასფუებლად.
2. სოუსი:ტომატის სოუსს დაუმატეთ სუნელები, დაჭყლეტილი ნიორი, 1 ს.კ მცენარეული ზეთი,მარილიმ წიწაკა და შაქარი. შემდეგ კი კარგად აურიეთ.
3. გულსართი: შებოლილი ძეხვი, სოკო, ტკბილი წითელი წიწაკა და ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. მოცარელა გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
4. ცომი გააბრტყელეთ და გამოჭერით სასურველი ზომის ფორმები. თითოეულს წაუსვით სოუსი, შემდეგ მორთეთ გულსართით და ზემოდან მოაყარეთ მოცარელა.
5. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთი.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ფქვილი-1,5 ჭიქა
- რძე- 50 მლ
- საფუარი - 1,5 ჩ.კ
- მცენარეული ზეთი - 3 ს.კ
- შებოლილი ძეხვი - 250 გ
- ქამა სოკო - 150 გ
- ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
- ხახვი- ნახევარი თავი
- მოცარელა-250გ
- ტომატის სოუსი- 5 ს.კ
- ხმელი სუნელები-0,5 ჩ.კ
- ნიორი- 1 კბილი
- მარილი და წიწაკა- 0,25ჩ.კ
- შაქარი- ერთი მწიკვი