როგორ მოვამზადოთ პიცა ფუმფულა ცომით? მოუხდება ნებისმიერი გულსართი!

როგორ მოვამზადოთ პიცა ფუმფულა ცომით? მოუხდება ნებისმიერი გულსართი!
ფუმფულა ცომი იმ შემთხვევაში გამოგივათ, თუკი მას ნედლი საფუვრითა და რძით მოზელთ. მაშ ასე, აირჩიეთ სასურველი გულსართი და რაც შეიძლება დიდი გამოსაცხობი ფირფიტა და შეუდექით პიცის ცხობას!

საჭირო მასალა:

  • რძე 200 მლ
  • შაქარი 2 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
  • ლორი 150 გ
  • მაგარი სახეობის ყველი 150 გ
  • მარილი 0,5 ჩ/კ
  • საფუარი 10 გ
  • ფქვილი 300 გ
  • პომიდორი 1 ცალი


მომზადების წესი:

თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი და მარილი, საფუარი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
თანდათანობით დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
გადაიტანეთ ჯამში და გადააფარეთ ჩაის ტილო. დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 30 წუთი, რათა გაფუვდეს.
შემდეგ ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ თხელ ფენად.
წაუსვით ზედაპირზე ტომატის სოუსი და დაალაგეთ თხლად დაჭრილი ლორი, მრგვლად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  1. თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი და მარილი, საფუარი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
  2. თანდათანობით დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
  3. გადაიტანეთ ჯამში და გადააფარეთ ჩაის ტილო. დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 30 წუთი, რათა გაფუვდეს.
  4. შემდეგ სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად.
  5. წაუსვით ცომზე ტომატის სოუსი და დაალაგეთ თხლად დაჭრილი ლორი, მრგვლად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  6. მოათავსეთ პიცა 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.


გემრიელად მიირთვით!